ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა გადასახადების შემცირებაზე საუბრობს


ბარაკ ობამას გეგმის მიხედვით, წელიწადში 250 000 დოლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე ოჯახებს გადასახადები არ უნდა გაეზარდოთ

პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, მიუღებელია ის ფაქტი, რომ რესპუბლიკელი კონგრესმენების უმეტესობა მდიდარი ამერიკელებისთვის გადასახადების გაზრდას ეწინააღმდეგება და ამ მოსაზრების დასაცავად, მზად არიან საშუალო კლასის ამერიკელებს გადასახადები გაუზარდონ.

ბარაკ ობამას გეგმის მიხედვით, წელიწადში 250 000 დოლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე ოჯახებს გადასახადები არ უნდა გაეზარდოთ. რესპუბლიკელებს კი ამ შეღავათის შენარჩუნება მდიდარი ამერიკელებისთვისაც სურთ. პრეზიდენტის მტკიცებით, თუ გადასახადების გაზრდა საშუალო ფენასაც შეეხო, მაშინ საშუალო ფენის ამერიკელებს წლიურ გადასახადებში დაახლოებით 2000 დოლარით მეტის გადახდა მოუწევთ.
XS
SM
MD
LG