ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამამ ლიბიაში დაღუპულთ ოჯახებს მიუსამძიმრა


პრეზიდენტის განცხადებით ამ დანაშაულის ავტორები პასუხს აგებენ

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ლიბიაში დაღუპულ ოთხ ამერიკელ დიპლომატს პატივი მიაგო, მათ შორის იყო ლიბიაში შეერთებული შტატების ელჩიც.

ბარაკ ობამას განცხადებით, შეერთებული შტატები დგას ისეთ ადამიანებზე, როგორებიც არიან გლენ დოჰერტი, შონ სმიტი, ტაირონ ვუდსი და ელჩი კრის სტივენსი. პრეზიდენტმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ ამ დანაშაულის ჩამდენები აუცილებლად აგებენ პასუხს.
XS
SM
MD
LG