ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სოციოლოგიური კვლევების შედეგები


ობამამ რესპუბლიკელ მეტოქეს მიტ რომნის რეიტინგით გაუსწრო

სოციოლოგიური კვლევების შედეგების მიხედვით, ამერიკის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ რესპუბლიკელ მეტოქეს, მიტ რომნის კრიტიკული მნიშვნელობის რამდენიმე შტატში რეიტინგით გაუსწრო. ეს შტატებია ფლორიდა და ოჰაიო.

საზოგადოებრივი კვლევის შედეგები დღეს გამოქვეყნდა და ამერიკის პრეზიდენტს ორ შტატში გამოკითხული მოსახლეობის 50-ზე მეტი პროცენტი ანიჭებს უპირატესობას პრეზიდენტის პოსტზე. პრეზიდენტის რეიტინგი 53 პროცენტს შეადგენს, მიტ რომნის კანდიდატურას კი, გამოკითხულთა მხოლოდ 44 პროცენტი იწონებს.

კიდევ ერთი კვლევის - ქუინიპიაკის უნივერსიტეტის - სოციოლოგების თანახმად, ობამა მესამე კრიტიკული მნიშვნელობის შტატშიც ლიდერობს. პენსილვანიაში პრეზიდენტს გამოკითხულთა 54 პროცენტი უჭერს მხარს, რომნის კი მხოლოდ 42.
XS
SM
MD
LG