ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრალდებების უმრავლესობა სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს


ამერიკის ფედერალური გამომძიებლების ინფორმაციით, ნიუ-იორკში და ნიუ ჯერსიში ასაფეთქებელი მოწყობილობების დამონტაჟებაში ეჭვმიტანილმა აჰმად ხან რაჰიმიმ ბომბის კომპნენტები ინტერნეტ მაღაზია “eBay”-ზე იყიდა. ტელეფონები კი, რომლებიც დეტონატორის ასამოქმედებლად გამოიყენა, საკუთარი სახლიდან 500 მეტრში მდებარე მაღაზიაში შეიძინა.

ეს დეტალები სასამართლოში შეტანილი სარჩელიდან გახდა ცნობილი. 28 წლის ავღანური წარმოშობის რაჰიმისთვის წაყებენული ბრალდებების უმრავლესობა სამუდამრო პატიმრობას ითვალისწინებს.

აჰმად რაჰიმი ორშაბათს დააპატიმრეს. დაკავების დროს მან პოლიციას ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ორი პოლიტციელი დაშავდა. ასევე დაშავებულია თავად ეჭვმიტანილიც.

XS
SM
MD
LG