ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის რამდენიმე შტატში ადგილობრივი არჩევნები ტარდება


ნიუ-იორკის მერი ბილ დე ბლასიო
ნიუ-იორკის მერი ბილ დე ბლასიო

შეერთებულ შტატებში დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი არჩევნები ტარდება. მედიის ყურადღებას ცენტრშია ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქის, ნიუ-იორკის მერის არჩევნები, რომლის მოსახლეობა 8.5 მილიონს აჭარბებს.

ნიუ-იორკში კენჭს იყრიან ქალაქის ამჟამინდელი მერი, დემოკრატი ბილ დე ბლასიო და მისი მოწინააღმდეგე რესპუბლიკელი ნიკოლ მალიოტაკისი. გამოკითხვების მიხედვით, ბილ დე ბლასიო დიდი უპირატესობით ლიდერობს. კვინიპიაკის უნივერსიტეტის მიერ გასულ თვეში ჩატარებულ გამოკითხვებში, ქალაქის ერთ-ერთ დასახლებაში, სტეიტენ აილენდზე, ამჟამინდელ მერს მოსახლეობის 61 პროცენტი უჭერს მხარს. მალიოტაკისს კი - მხოლოდ 17.

ქალაქის მერს ირჩევენ ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაშიც. ამას გარდა, დღეს საგუბერნატორო არჩევნები იმართება ნიუ-ჯერსის და ვირჯინიის შტატებში. სხვადასხვა დონეზე ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნები ტარდება იუტაში, ნიუ-იორკის, ნიუ-ჯერსის, ვირჯინიის, მეინის, ოჰაიოს და ჯორჯიის შტატებში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG