ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ ირლანდიაში არეულობას ერთი ადამიანი ემსხვერპლა


ჩრდილოეთ ირლანდიაში, მასობრივი არეულობების შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ლონდონბერის კრეგანის ოლქის პოლიციის უფროსის მოადგილე აცხადებს, რომ აღნიშნულს ისინი იძიებენ, როგორც „ტერორისტულ ინციდენტს“ და მათ მკვლელობაზე საქმე აღძრეს.

ადგილობრივი ჟურნალისტი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს, რომ ის გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის გვერდით იდგა, როცა მას ესროლეს.

„მე ამ ახალგაზრდა ქალის გვერდით ვიდექი, როცა ის პოლიციის მანქანის გვერდით დაეცა“, - წერს ლეონა ო’ნილი. „ის მხოლოდ 29 წლის იყო“, - დაწერა მან. ჟურნალისტის თქმით, ქალი პოლიციამ საავადმყოფოში გადაიყვანა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ჩრდილოეთ ირლანდიის ორმა მთავარმა პარტიამ - ირლანდიის რესპუბლიკურმა პარტიამ, და პრო-ბრიტანულმა დემოკრატიული ერთიანობის პარტიამ ინციდენტი დაგმო.

სოციალურ მედიაში გავრცელებული ვიდეო აჩვენებს ცეცხლში გახვეულ ორ მანქანას და პირებს, რომლებიც საწვავის ბომბებს ესვრიან პოლიციას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG