ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრ. კორეელმა დიპლომატმა სეულში თავშესაფარი ითხოვა


ტაე იონგ ჰუ, ჩრ. კორეელი დიპლომატი
ტაე იონგ ჰუ, ჩრ. კორეელი დიპლომატი

ჩრდილოეთ კორეის ერთ-ერთმა დიპლომატმა სამხრეთ კორეაში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. ტაე იანგ ჰო ლონდონში, ჩრდილოეთ კორეის საელჩოში ელჩის მოადგილე იყო. ის გაერთიანებულ სამეფოში დიპლომატად 10 წელი მუშაობდა და მისი ძირითადი ფუნქცია ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტის ჯიმ ჩენ უნის იმიჯის მართვა იყო.

სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ტაემ განაცხადა, რომ მისი გაქცევის მიზეზი მისი ქვეყნის პრეზიდენტის შემაძრწუნებელი საქმიანობა იყო.

ტაე ჩრდილოეთ კორეის ყველაზე მაღალი რანგის დიპლომატია, რომელმაც პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა.

XS
SM
MD
LG