ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფხენიანი ომისთვის ემზადება


ათასობით ჩრდილო კორეელი გამოვიდა ქუჩაში საკუთარი მთავრობის პოლიტიკის მხარდასაჭერად, რომელიც შეერთებულ შტატებს სამხედრო დარტყმით დაემუქრა.

ფხენიანში კიმ ერ სენის მოედანზე ჯარისკაცების, მუშების და სტუდენტების მარში გაიმართა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ უნმა სარაკეტო ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა და შეერთებულ შტატებში, სამხრეთ კორეაში, ჰავაისა და გუამში განლაგებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებს დაემუქრა.

მანამდე ატომური ბომბების მატარებელმა ამერიკულმა ბი-2 სტელსის ბომბდამშენებმა ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიას გადაუფრინეს.
XS
SM
MD
LG