ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეის ხელისუფლება შეშფოთებას არ მალავს


სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ ფხენიანმა ბალისტიკური რაკეტის გამოცდა განახორციელა

სამხრეთ კორეის ხელისუფლების განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის მიერ კოსმოსურ ორბიტაზე გაშვებული ხელოვნური თანამგზავრი ნორმალურად ფუნქციონირებს, მაგრამ მისი დანიშნულება უცნობია.
სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ ფხენიანმა ბალისტიკური რაკეტის გამოცდა განახორციელა და ხელოვნური თანმგზავრის ორბიტაზე გაყვანას მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს.
სამხრეთ კორეის ხელისუფლება შეშფოთებას არ მალავს, რადგან ეს გამოცდა ადასტურებს, რომ ფხენიანი საკონტინეტთაშორისო რაკეტების ტექნოლოგიას დაეუფლა.
გაეროს უშიშროების საბჭომ დაგმო ჩრდილოეთ კორეის საქციელი, თუმცა ფხენიანი ამტკიცებს, რომ თანამგზავრს მხოლოდ ამინდის პროგნოზის გაკეთების დანიშნულება აქვს.
XS
SM
MD
LG