ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსახლეობის დახარისხება ჩრდილოეთ კორეაში


აშშ-ის ადამიანის უფლებების დამცველმა ჯგუფმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც აღწერილია თუ როგორ ხდება მოსახლეობის დახარისხება იმისდა მიხედვით, თუ რამდენად ლოიალურია ოჯახი კიმის დინასტიის მიმართ. შესაბამისად, ხდება მათზე პოლიტიკური ზეწოლის განხორციელება.

ანგარიში ჩრდილოეთ კორეაში აშშ-ის ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შემსწავლელმა კომიტეტმა გამოაქვეყნა, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში შექმნილ სიტუაციას შეისწავლის. მოსახლეობა აქ სამ კატეგორიადაა დაყოფილი: ლოიალური, მერყევი და მტრულად განწყობილი. ანგარიშის თანახმად, კატეგორიზაცია დაბადების მომენტიდან ხდება და მოქალაქეებს ცხოვრების მანძილზე სოციალურ-პოლიტიკურ კლასიფიკაციაში რაიმე კორექტივების შეტანა არ შეუძლიათ.

XS
SM
MD
LG