ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეა იმუქრება


გაეროს სანქციების საპასუხოდ ფხენიანი ატომური ბომბის გამოცდას ჩაატარებს

ჩრდილოეთ კორეის განცხადებით, გაეროს სანქციების საპასუხოდ ფხენიანი ატომური ბომბის გამოცდას ჩაატარებს და კიდევ უფრო მეტ ბალისტიკურ რაკეტას გაუშვებს კოსმოსში.
ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს განცხადების თანახმად ეს ღონისძიება ფხენიანის დაუძინებელი მტრის, ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ არის მიმართული.
ჩრდილოეთ კორეის მუქარას წინ უძღოდა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია, რომელიც გმობს ფხენიანის მიერ დეკემბერში ბალისტიკურ რაკეტის კოსმოსში გაშვების ფაქტს.
XS
SM
MD
LG