სამხრეთ კორეაში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვულმა იარაღმა “საგანგაშო დონეს” მიაღწია.
ქვეყნის ეროვნული უშიშროების მდივნის მოადგილის, კიმ ტაე-ჰაოს განცადებით, ფხენიანი ცდილობს ბირთვული იარაღის მინიმალიზებას იმისათვის, რომ მისი მობილურობა და გავლენა გაიზარდოს.
სამხრეთ კორეაში თვლიან, რომ თუკი ჩრდილოეთ კორეა წარმატებას მიაღწევს, ამას შეიძლება გამანადგურებელი შედეგები მოყვეს.