ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფხენიანმა ახალი ვიცე-მარშალი დანიშნა


არმიის რეორგანიზაცია ჩრდილოთ კორეაში

ჩრდილოეთ კორეამ ახალი ვიცე მარშალის ვინაობა დაასახელა. ფხენიანი ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობაში რეორგანიზაციას განაგრძობს. ვიცე-მარშალის თანამდებობა ჰიონ იონგ ჩოლმა დაიკავა. მის შესახებ ინფორმაცია საკმაოდ მწირია. ცნობილია, რომ მან გენერლის ჩინი 2010 წლის სექტემბერში მიიღო. მისი დანიშვნა არმიის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელის და პარტიის ლიდერის კიმ ჩენ უნის თანაშემწის ქვეყნიდან გამგზავრებას დაემთხვა. ფხენიანის განცხადებით არმიის სარდალი რი იონგ ჰომ თანამდებობა ჯანმრთელობის გაუარესების გამო დატოვა.
XS
SM
MD
LG