ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეის მიერ საცდელი ბირთვული აფეთქების შედეგები


სამხრეთ კორეის მეცნიერებმა ჩრდილოეთ კორეის საზღვარზე რადიოაქტიული აირის-- ქსენონის გადაჭარბებული დონე აღმოაჩინეს.

სამხრეთ კორეის მეცნიერების მინისტრის განცხადებით,15 მაისს საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე ქსენონის დონე ნორმას რვაჯერ აღემატებოდა,რაც არ არის გამორიცხული მცირე ბირთვული ტესტირების შედეგად ყოფილიყო გამოწვეული.

12 მაისს ჩრდილოეთ კორეამ დაადასტურა მათ მიერ ჩატარებული საცდელი ბირთვული აფეთქების ფაქტი.რაც სავარაუდოდ შეიძლებოდა ქსენონის დონის ამაღლების გამომწვევი მიზეზიც ყოფილიყო.

საცდელი ბირთვული აფეთქების დროს ორი ატომგულის შერწყმის შედეგად მძიმე ქიმიური ელემენტი წარმოიქმნება,რაც შესაბამისად ძლიერ აფეთქებას იწვევს.აღსანიშნავია,რომ მსგავსი ტესტირება წყალბადის ბომბის დასამზადებლადაც გამოიყენება.

XS
SM
MD
LG