ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელთა ვიზიტი ფხენიანში


ყოფილი ელჩი რიჩარდსონი და „გუგლის“ აღმასრულებელი თავმჯდომარე შმიტი ჩრდილოეთ კორეას ეწვივნენ

გაეროში ამერიკის ყოფილი ელჩი ბილ რიჩარდსონი და კომპანია „გუგლის“ აღმასრულებელი თავმჯდომარე ერიკ შმიტი არაოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქს ეწვივნენ. გამგზავრების წინ, რიჩარდსონმა პეკინის აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათი ვიზიტი ჰუმანიტარული ხასიათისაა. რიჩარდსონის თქმით, ისინი ჩრდილოეთ კორეის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო ლიდერებს შეხვდებიან. საუბრის ერთერთი თემა კორეელი ამერიკელი მოქალაქის კენეტ ბაის საკითხი იქნება, რომელიც ჩრდილოეთ კორეამ გაურკვეველი ბრალდებებით დააპატიმრა. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა რიჩარდსონის და ერიკ შმიტის ფხენიანში ჩასვლა გააკრიტიკა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ ფხენიანში ვიზიტი „შეუფერებელ დროს“ შეარჩიეს. ცოტა ხნის წინ, ჩრდილოეთ კორეამ შორი რადიუსის რაკეტა გამოცადა. დასავლეთში ფიქრობენ, რომ ფხენიანი მესამე ბირთვული გამოცდისთვის ემზადება.
XS
SM
MD
LG