ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფხენიანი კენეტ ბაის ბრალეულობაზე საუბრობს


გასულ თვეს კორეელ ამერიკელს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ჩრდილოეთ კორეის უზენაესმა სასამართლომ კორეელი ამერიკელის მიმართ წაყენებული ბრალდებების ნაწილი დააკონკრეტა. როგორც ცნობილია, გასულ თვეს კორეელ ამერიკელს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მას ბრალად ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულება ედებოდა.

სასამართლოს პრესპიკერმა განაცხადა, რომ კენეტ ბაი ნოემბერში ქალაქ რასონში დააპატიმრეს. მას თან ანტისახელმწიფოებრივი ლიტერატურა ქონდა. მისი თქმით, ბაი შეერთებული შტატების და სამხრეთ კორეის რელიგიური ორგანიზაციების დახმარებით ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების დამხობას გეგმავდა. გარდა ამისა, კენეტ ბაის ბრალდ დაედო 1500 ადამიანის გაყვანა ჩრდილოეთ კორეიდან და ჩინეთიდან, რითაც ის და მისი მფარველები ჩრდილოეთ კორეის და ჩინეთის საწინააღმდეგო ბაზას ქმნიდნენ.
XS
SM
MD
LG