ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი შვედეთში ჩადის


ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი რი იონგ ჰო საგანგებო მისიით შვედეთში მიემგზავრება. მისი ვიზიტის მიზანია შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ უნის შესაძლო შეხვედრისთვის ნიადაგი მომზადდეს.

მინისტრი სტოკჰოლმში მარგო ვოლსტრომთან ორდღიანი მოლაპარაკებისთვის დღეს ჩადის. შვედეთი, ჩრდილოეთ კორეაში თავისი საელჩოს მეშვეობით, შეერთებული შტატების, კანადის და ავსტრალიის დიპლომატიურ ინტერესებს წარმოადგენს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG