ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეაში გლოვა გრძელდება


ჩრდილოეთ კორეაში გლოვა გრძელდება

ჩრდილოეთ კორეაში გლოვა გრძელდება ქვეყნის ლიდერის კიმ ჩენ ირის გარდაცვალების გამო. იმავდროულად, ვითარდება ძალაუფლების კიმ ჯონგ ინზე გადაცემის პროცესიც. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის ცნობით, ჩრდილო კორეელი „დიადი ლიდერის“ გარდაცვალების შემდეგ მილიონობით მოქალაქემ პატივი მიაგო მის ხსოვნას და ქვეყნის მეთაურის ძეგლები მოინახულა.

დღეს, პეკინში, ჩინელი ლიდერები, პრემიერის ვენ ძიაბაოს ჩათვლით, ჩრდილოეთ კორეის სალჩოს სტუმრობდნენ, სადაც მათ მწუხარება გამოხატეს მომხდარი ფაქტის გამო.

ჩინეთის პრეზიდენტმა ჰუ ჯინტაომ ანალოგიურად ჩრდილოეთ კორეის საელჩო გუშინ მოინახულა რასაც აზიის საკითხების ექსპერტები ფხენიანისთვის პეკინის მხარდაჭერის გაგრძელების გამოხატულებად აღიქვამენ.

XS
SM
MD
LG