ნობელის მშვიდობის პრემია წელს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას გადაეცა, რომელიც ამჟამად სირიის ქიმიური არსენალის განადგურებაზე მუშაობს.
ნობელის კომიტეტმა პარასკევს, ოსლოში გამოაცხადა გამარჯვებულის შესახებ და აღნიშნა ამ ორგანიზაციის „დიდი ძალისხმევა ქიმიური იარაღის მოსპობის საქმეში“.
ორგანიზაციის დირექტორმა აჰმეტ უზუმჩუმ პრემიას დიდი პატივი უწოდა.
„ჩვენ პატარა ორგანიზაცია ვართ და 16 წლის განმავლობაში, თვალშისაცემი საერთაშორისო რეკლამის გარეშე მძიმე, მაგრამ კეთილშობილ საქმეს ვემსახურებოდით, როგორც მთელ მსოფლიოში ქიმიური იარაღის აკრძალვის გუშაგი.“
ჰააგაში განლაგებული ორგანიზაცია1997 წელს დაარსდა, ქიმიურ იარაღთან დაკავშირებული საერთაშორისო კონვენციის ცხოვრებაში გასატარებლად.