ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნობელის პრემიის პირველი ლაურეატები


ხვალ ფიზიკის დარგში გამარჯვებულის ვინაობა დასახელდება

2012 წლის ნობელის პრემია მედიცინის და ფიზიოლოგიის დარგში ერთდროულად ორ მეცნიერს - იაპონელ შინია იამანაკას და ბრიტანელ ჯონ გურდონს ღეროვანი უჯრედების კვლევაში მიღწეული წარმატებისთვის მიენიჭათ. პრესტიჟული პრიზის მფლობელების შესახებ განცხადება დღეს სტოკჰოლმში გავრცელდა.

იამანაკა იაპონიაში კიოტოს უნივერსიტეტის პროფესორია, გარდონი კი კემბრიჯის გურდონის ინსტიტუტში მუშაობს. მეცნიერემა მათი კვლევა ბირთვული რეპროგრამირების დარგში ჩაატარეს. ეს არის პროცესი, რომელიც ზრდასრულ უჯრედს ადრეული ღეროვანი უჯრედების შექმნას ასწავლის, რის შედეგადაც მათი გამოყენება ნებისმიერი ტიპის ქსოვილისთვის ხდება შესაძლებელი.

ნობელის პრემიების გამოცხადების კვირა მედიცინის დარგით გაიხსნა. ხვალ ფიზიკის დარგში გამარჯვებულის ვინაობას შევიტყობთ, ოთხშაბათს - ქიმიაში, ხუთშაბათს - ლიტერატურაში და პარასკევს - მშვიდობის დარგში. 15 ოქტომბერს ეკონომიკაში ხსოვნის საპატიო პრიზის მფლობელი გამოცხადდება. გამარჯვებულებისთვის საზეიმო ცერემონიალი სტოკჰოლმში დეკემბრის თვეში გაიმართება.
XS
SM
MD
LG