ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნობელის პრემიის ლაურეატის განცხადება


მეცნიერის აზრით, სამყაროში ჯერ კიდევ ბევრი საიდუმლო ამოუცნობია

სამშაბათს ნობელის პრემიის ლაურეატმა, ბელგიელმა ფიზიკოსმა ფრანსუა ენგლერტმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამყაროს ფორმის შექმნის გამომწვევი მიზეზი ამოხსნილია, კოსმოსში ბევრი საიდუმლო ჯერ კიდევ ამოუცნობია.

ენგლერტის თქმით, კოსმოსის კვლევებში პროგრესი 2015 წელს დაიწყება. ამის მიზეზი კი ჟენევის მახლობლად მდებარე სამეცნიერო-კვლევითი ცენტრში დიდი ჰადრონის კოლაიდერის ამუშავება გახდება.

81 წლის ფრანსუა ენგლერტმა ეს განცხადება კვლევით ცენტრში გამოსვლის დროს გააკეთა. ამავე ცენტრში დაიბადა იდეა ვარსკვლავთა სისტემის შესახებ, რომელიც სავარაუდოდ 13 მილიარდი წლის წინ დიდი აფეთქების შემდეგ შეიქმნა.

XS
SM
MD
LG