ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნობელის პრემია ეკონომიკაში ამერიკელმა რიჩარდ ტალერმა მიიღო


რიჩარდ ტალერი

2017 წლის ნობელის პრემია ეკონომიკაში ამერიკელმა რიჩარდ ტალერმა მიიღო. ნობელის კომიტეტის განცხადებით, ტალერი ქცევით ეკონომიკაში შეტანილი წვლილისთვის შეარჩიეს. „შეზღუდული რაციონალურობის, სოციალური არჩევანის და თვით-კონტროლის ნაკლებობის შესწავლის შედეგად ტალერმა აჩვენა, თუ რა გავლენას ახდენს ეს ადამიანური თვისებები ინდივიდების გადაწყვეტილებებზე და საბაზრო ეკონომიკაზე,“ ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.

ტალერი 1945 წელს ნიუ-ჯერსის შტატში დაიბადა და დოქტორის ხარისხი როჩესტერის უნივერისტეტში მიიღო. ტალერი ჩიკაგოს უნივერსიტეტში ბუთის ბიზნესის სკოლაში ასწავლის. მკვლევარი შვედეთის მეცნიერების სამეფო აკადემიისგან 1.1 მილიონ დოლარს მიიღებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG