ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის იმიჯი ევროპაში პრეზიდენტის პირველ ოფიციალურ ვიზიტამდე


„გერმანიის მარშალის ფონდისა“ და „ბერტელსამანის ფონდის“ მიერ ჩატარებული კვლევა ამბობს, რომ გერმანიასა და საფრნაგეთში, აშშ-ის იმიჯი კვლავ არ დაბრუნებია პანდემიამდელ ნიშნულს. ამ ფონზე, ჩინეთის რეპუტაციამ ოდნავ იმატა.

ჩატარებული კვლევა წინ უსწრებს ევროპაში ჯო ბაიდენის პირველ ოფიციალურ ვიზიტს მას შემდეგ, რაც ის აშშ-ის პრეზიდენტი გახდა

გამოკითხვის თანახმად, ამერიკას საიმედო პარტნიორად გერმანელების მხოლოდ 51% ხედავს. ეს მაჩვენებელი საფრანგეთში 60%, ბრიტანეთში 67%, პოლონეთში კი 76%-ია. თურქეთში, გამოკითხულთა შორის შეერთებულ შტატებს მეოთხედზე ნაკლები ენდობა. კვლევაში ნათქვამია, რომ ამერიკელთა უმეტესობა, ევროკავშირს საიმედო პარტნიორად მიიჩნევეს.

გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ აშშ კვლავ უნდა იყოს ჩართული ევროპის დაცვასა და უსაფრთხოებაში.

პრეზიდენტ ბაიდენის პირველი ოფიციალური ევროპული ტური ოთხშაბათს იწყება. ვიზიტის ფარგლებში ის მონაწილეობას მიიღებს დიდი შვიდეულის, ნატოსა და ევროკავშირის სამიტებში. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ევროატლანტიკური კავშირების გამოსწორება პრეზიდენტ ბაიდენის გამოწვევაა.

წინა ადმინისტრაციის დროს, საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამოსვლამ და ნატოს მწვავე კრიტიკამ, ვაშინგტონის მიმართ ევროპაში რწმენა შეარყია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG