ისლამისტურმა სამხედრო დაჯგუფება -ბოკო ჰარამმა- სკოლის მოსწავლე გოგონების გატაცება საკუთარ თავზე აიღო. გოგონები სკოლიდან ზუსტად 3 კვირის წინ, 14 აპრილს ნიგერიის ქალაქ ჩიბოკში გაიტაცეს. რამდენიმე მათგანმა გაქცევა მოახერხა, მაგრამ უმრავლესობის, 276 ბავშვის ბედი ჯერ კიდევ უცნობია.
ბოკო ჰარამმა დღეს საინფორმაციო სააგენტოებს ვიდეოფირი გაუგზავნა, რომელშიც ორგანიზაციის ლიდერი -აბუბაქარ შიკაუ- აღიარებს, რომ სკოლის მოსწავლეები მან გაიტაცა და ბავშვების „ბაზარზე გაყიდვით“ იმუქრება. ნიგერიის პრეზიდენტმა უსაფრთხოების უმაღლეს პირებს უბრძანა ბავშვები ნებისმიერი გზით დაებრუნებინათ. ის მშობლებს გოგონების ხსნას და დამნაშავეების დასჯას დაპირდა.