ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიგერიაში აფეთქება მოხდა


ნიგერიის ქალაქ დამატურუში აფეთქება მოხდა, რომელსაც 13 ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმა ღია ცის ქვეშ მოწყობილ ეკრანთან განხორციელდა, სადაც ფეხბურთის ფანები იყვნენ შეკრებილი და ბრაზილიასა და მექსიკას შორის თამაშს უყურებდნენ.

სამედიცინო პერსონალის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაშავდა სულ ცოტა 20 ადამიანი. თვითმხილველები აცხადებენ, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ველო-ტაქსში იყო მოთავსებული და ის თამაშის დაწყებიდან რამდენიმე წუთში აფეთქდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არც ერთ დაჯგუფებას აუღია საკუთარ თავზე. დამატურუ იობის შტატის დედაქალაქია. უკანასკნელ პერიოდში ისლამისტური დაჯგუდება ბოკო ჰარამის მიერ განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, იობში საგანგებო ვითარება იყო გამოცხადებული.
XS
SM
MD
LG