ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გატაცებული აფრიკელები გაათავისუფლეს


ნიგერის მთავრობა გატაცებაში მალელ ექსტრემისტებს სდებს ბრალს

ნიგერის ოფიციალური პირების ცნობით, გასულ თვეს გატაცებული ხუთი აფრიკელი უკვე გათავისუფლებულია. სამაშველო ჯგუფის წევრები დღეს ნიგერის და მალის საზღვარზე გაათავისუფლეს. მათი თქმით, მათთან ერთად გატაცებული ჯგუფის კიდევ ექვსი წევრი მოტაცების დროს მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალნენ. ნიგერის ოფიციალური პირების განცხადებით, გამტაცებლები მალიში ბაზირებული ისლამისტი ექსტრემისტები არიან, რომელთაც სავარაუდოდ კავშირი აქვთ ალ-ყაიდას დაჯგუფებასთან. მარტში, სამხედრო გადატრილების შედეგად მალის სახელმწიფოში ქაოსი გრძელდება. გასამხედროებული დაჯგუფება ქვეყნის ჩრდილოეთშია გამაგრებული და იქ ისლამისტური კანონების გავრცელებას ცდილობს.
XS
SM
MD
LG