ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო 2013 წლის დადგომას აღნიშნავს


მსოფლიოს ბევრ ქალაქში ახალი წლის მოსვლა სპეციალური საახალწლო წარმოდგენებით აღნიშნეს

ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და აზიის ქვეყნებმა ახალი წლის დადგომა იზეიმეს.

ახალ 2013 წელს სხვადასხვა ქვეყნების მაცხოვრებლები მაშხალებით და ფეიერვერკებით შეხვდნენ. მოსკოვში, ათენსა და ლონდონში ახალი წლის მოსვლა სპეციალური საახალწლო წარმოდგენებით აღნიშნეს.

დუბაიში ახალი წლის ღამით მსოფლიოში ყველაზე მაღალ შენობაზე საახალწლო განათების შოუ მოაწყო. იტალიაში პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე ქრისტიანებს 2013 წლის მოსვლა მიულოცა.

სიდნეისა და ჰონგ კონგის მოსახლეობა ფეიერვერკების ულამაზესი წარმოდგენის მომსწრე გახდა.

ბირმის ყველაზე დიდ ქალაქში რანგუნში საახალწლო ზეიმი გაიმართა. ეს პირველი სახალხო შეკრებაა, რომელსაც ბირმელები დაეწრებიან. წლების განმავლობაში დიქტატორული მთავრობა სახალხო შეკრებებსა და ღონისძიებებს კრძალავდა.

XS
SM
MD
LG