ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალ ზელანდიაში ვულკანმა ამოხეთქა


ტანგარიროს ვულკანურმა ფერფლმა ახლომდებარე დასახლებები დაფარა
ტანგარიროს ვულკანურმა ფერფლმა ახლომდებარე დასახლებები დაფარა
ახალ ზელანდიაში ტანგარიროს მთაზე ვულკანმა ამოხეთქა. ის უკანასკნელად 1897 წელს ამოქმედდა. ოფიციალური პირების განცხადებით, მათ სეისმური აქტიურობის შესახებ ინფორმაცია გააჩნდათ, მაგრამ ვულკანის ამოქმედებას არ ელოდნენ. ახალი ზელანდია ე.წ. „ცეცხლოვანი რკალის“ რადიუსში იმყოფება, რომელიც მიწისძვრებით და ვულკანური ამოფრქვევებით ხასიათდება.

ვულკანური ფერფლის სქელი ღრუბლის გამო, რომლის სიმაღლე 6 ათას მეტრს აღწევს, ადგილობრივი საჰაერო რეისები გაუქმდა. ვულკანის ამოქმედებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მთის მიმდებარე ტერიტორია ეროვნულ ნაკრძალს წარმოადგენს და იქ მჭიდრო დასახლებები არ არის. ვულკანურმა ღრუბელმა არც საერთაშორისო რეისების განრიგზე იმოქმედა.
XS
SM
MD
LG