ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ იორკ თაიმსის ვებგვერდი გატეხეს


შეერთებული შტატების ერთ-ერთი წამყვანი გაზეთი ჰაკერების სამიზნე ამ თვეში უკვე მეორედ ხდება

„ნიუ იორკ თაიმსის“ ვებ-გვერდზე მასალებმა რამდენიმე საათით დაიგვიანა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, შეერთებული შტატების ერთ-ერთი წამყვანი გაზეთი ჰაკერების სამიზნე ბოლო თვის მანძილზე ხელმეორედ გახდა.

გაზეთის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, მარკ ფრონსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გაზეთის ვებგვერდი გატეხა ორგანიზაციამ „სირიის ელექტრონული არმია“, ან ჯგუფმა, რომელსაც სურს, რომ ამ სახელით იყოს მოხსენიებული. აღნიშნული ორგანიზაცია სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერ ინტერნეტ-ჯგუფს წარმოადგენს. მათ რამდენიმე კვირის წინ „ვაშინგტონ პოსტის“ ვებ-გვერდიც გატეხეს. მანამდე კი „სი-ენ-ენზე“ და „ფაინენშალ თაიმსზე“ თავდასხმა სცადეს.
XS
SM
MD
LG