ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უცნობია, თუ რატომ გაათავისუფლეს ჯილ აბრამსონი "ნიუ იორკ თაიმსიდან"


ერთი კვირის შემდეგ, რაც გავლენიანი გამოცემის მთავარი რედაქტორი ჯილ აბრამსონი დაითხოვეს, იგი სიტყვით გამოვიდა „უეიკ ფორესტის უნივერსიტეტის“ გამოშვების ცერემონიაზე. მან განმარტა, თუ როგორ უნდა მიიღო უარი და როგორი სიმტკიცით უნდა შეხვდე მას.

ჯილ აბრამსონი:
„მე გესაუბრებით თქვენ, ვინც თავს დამცირებულად გრძნობთ, ვინც ვერ მოხვდით სასურველ სამუშაო ადგილას ან მიიღეთ ბევრი უარის წერილი უნივერსიტეტებიდან. თქვენ იცით, როგორია წაგებისგან გამოწვეული ტკივილი, როცა ვერ იღებ იმას რაც ესე ძალიან გინდოდა. როცა ეს ხდება, უნდა გამოავლინოთ თქვენი სიმტკიცე.“


გაზეთის ერთ-ერთი გამომცემელი ამბობს, რომ აბრამსონი მისი მენეჯმენტის სტილის გამო შეცვალეს. ზოგი წყარო იტყობინება, რომ აბრამსონი დაითხოვეს, რადგან ის აპროტესტებდა ანალოგიურ თანადმებობაზე მყოფი მამაკაცების უფრო მაღალ ანაზღაურებას. როგორიც არ უნდა ყოფილიყო რეალური მიზეზი, ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ განაახლა საუბრები გენდერულ თანასწორობაზე ამერიკულ სამსახურსა და საზოგადოებაში.

ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა გასული კვირის ამ მთავარ თემაზე, მსოფლიო ბანკის კონფერენციაზე ისაუბრა.

„ქალთა თანასწორუფლებიანობა, მათი სრული ჩართულობა, მათი ხმა და სამუშაო არა მხოლოდ სწორია, არამედ საზრიანი და აუცილებელი ფაქტი. ეს ყველაფერი წვლილს შეიტანს ჩვენი საზოგადოების სტაბილურობასა და წარმატებაში.“

დოქტორი ჯონ რაიდერი, ფსიქოლოგი, რომელიც სამუშაო ადგილებში გენდერული თანასწორობის თემითაა დაინტერესებული, აცხადებს, რომ როგორც კაცი, ასევე ქალი მენეჯერებისთვის „პატივისცემა და ნდობა“ მნიშვნელოვანი ფაქტორია.

„მე ვთვლი, რომ არა მხოლოდ ქალებმა უნდა ითხოვონ პატივისცემა და თანასწორობა, არამედ კაცებმაც უნდა გააანალიზონ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ერთმანეთის ნდობა.“

რაიდერი განმარტავს, რომ მენეჯერის ერთ-ერთ ჯგუფთან მუშაობის ჩავარდნამ შესაძლოა დიდი პრობლემები გამოიწვიოს, სწორედ ასეთმა ფაქტორმა განაპირობა აბრამსონის სამსახურიდან გაშვება.

„აბრამსონს არ უნდა ყველა დეტალი განმარტოს, ის არ საუბრობს პრობლემების დეტალებზე მასსა და მენეჯმენტს შორის.“

ახალკურსდამთავრებულები იმავე შეკითხვებს სვამენ, როგორსაც აბრამსონი.

„რა მელის მომავალში? არ ვიცი. ამიტომაც მეც თქვენთან ერთად ვარ, ერთ გემზე,“ -ამბობს "ნიუ იორკ თაიმსის" ყოფილი მთავარი რედაქტორი.

ვიდრე აბრამსონი თავის მომავალზე ფიქრობს, სამსახურში ქალთა და კაცთა თანასწორობაზე მსჯელობისას მისი დათხოვნის თემა კვლავ დიდ დებატებს გამოიწვევს.
XS
SM
MD
LG