ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში იარაღის კონტროლზე მსჯელობა განახლდა


პირველად 95 წლის შემდეგ, გავლენიანი “ნიუ-იორკ თაიმსი” პირველ გვერდზე სარედაქციო წერილს აქვეყნებს და მთავრობას ქვეყანაში იარაღის კონტროლის გამკაცრებისკენ მოუწოდებს. სან-ბერნარდინოში მომხდარი მასობრივი მკვლელობის შემდეგ, ამერიკაში კვლავ განახლდა მსჯელობა, თუ როგორ უნდა აღმოიფხვრას იარაღთან დაკავშირებული ძალადობა.

სარედაქციო სტატია"ნიუ-იორკ თაიმსის" შაბათის ნომერში გამოქვეყნდა. ის ამერიკელ კანონმდებლებს აშშ-ში “იარაღის ეპიდემიის დასრულებას” სთხოვს.

“მორალურად აღმაშფოთებელი და ეროვნული სირცხვილის ტოლფასია, რომ მოქალაქეებს, კანონის ფარგლებში, ადამიანების მოსაკლავად იარაღის ყიდვა შეუძლიათ," წერს "ნიუ-იორკ თაიმსის" სარედაქციო საბჭო. წერილი ასევე აკრიტიკებს იმ კანონმდებლებს, რომლებიც მომაკვდინებელი იარაღის კონტროლის ნაცვლად “იარაღის ინდუსტრიის მოგებასა და პოლიტიკურ ძალაუფლებაზე ფიქრობენ."

XS
SM
MD
LG