ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის ოპოზიციის წარმომადგენლობა ნიუ იორკში


სირიის ოპოზიცია დაინტერესებულია ორი წლის მანძილზე სირიაში მიმდინარე კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირების გზა გამონახოს

სირიის მთავარი ოპოზიციური კოალიცია სულ მალე ნიუ იორკში თავის წარმომადგენლობას გახსნის. როგორც ამერიკაში ოპოზიციის ახლადმივლენილმა წარმომადგენელმა ნაჯიბ ღადბიანმა ამერიკის ხმას სატელეფონო ინტერვიუში განუცხადა, სირიის ოპოზიცია დაინტერესებულია ორი წლის მანძილზე სირიაში მიმდინარე კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირების გზა გამონახოს.

ღადბიანის თქმით, ოპოზიციისთვის, რომლის ლეგიტიმურობას მსოფლიოს 114 ქვეყანა სცნობს, ასევე არსებითია წარმომადგენლობა ჰქონდეს ნიუ იორკში, გაეროს შტაბბინის შორიახლოს.მისივე თქმით, ერთერთი მიზანია ნიუ იორკში სირიის საკითხზე მომუშავე სხვადასხვა სააგენტოსა თუ დონორთა ჯგუფთან ურთიერთობა.
XS
SM
MD
LG