ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შობის წინა დღეს 2 მეხანძრე დაიღუპა


პოლიტიას ეჭვი აქვს, რომ ყოფილმა პატიმარმა საგანგებო სამსახურებს მახე დაუგო

ნიუ იორკის შტატში საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი, სამართალდამცავების თქმით, ყოფილი პატიმრის მიერ დაგებული მახე აღმოჩნდა. 62 წლის უილიამ სპენგლერმა შობის წინა დღით საკუთარ სახლს ცეცხლი მოუკიდა, შემდეგ კი საშველად მისულ საგანგებო სამსახურებს სროლა დაუწყო.

პოლიციამ საპასუხო ცეცხლი გახსნა. უილიამ სპენგლერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა. შემთხვევას ორი მოხალისე მეხანძრე ემსხვერპლა, 19 წლის ტომას კაჟოვკა და 42 წლის მაიკლ ჩიაპერინი. ორი დაჭრილი მეხანძრე საავადმყოფოში მოათავსეს. მეზობელი სახლებიდან უსაფრთხოების მოსაზრებით 30 ადამიანის ევაკუირება მოხდა.

სპენგლერმა ციხეში 92 წლის ბებიის ცემით მოკვლის გამო 17 წელი გაატარა. ჯერჯერობით ვერ პოულობენ და არაფერია ცნობილი მისი დის შესახებ, რომელიც გადამწვარ სახლში სპენგლერთან ერთად ცხოვრობდა.
XS
SM
MD
LG