ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ-იორკში ტრამპმა და კლინტონმა გაიმარჯვეს


ნიუ-იორკში გუშინ გამართულ პრაიმერიში დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა და რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა დამაჯერებელი გამარჯვებები მოიპოვეს. ამ გამარჯვებით ისინი საკუთარი პარტიის სხვა კანდიდატებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაწინაურდნენ.

რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის დონალდ ტრამპმა ხმების 60 პროცენტი მოიპოვა. ოჰაიოს გუბერნატორი ჯონ კეისიკი 25 პროცენტით მეორე ადგილზე და ტეხასის სენატორი ტედ კრუზი ბოლო ადგილზე 15 პროცენტით გავიდნენ.

დემოკრატმა ჰილარი კლინტონმა 57 პროცენტით ვერმონტის სენატორ ბერნი სანდერსს აჯობა, რომელსა ამომრჩევლის 42-მა პროცენტმა მისცა ხმა.

XS
SM
MD
LG