ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ-იორკის მერი საპრეზიდენტო კამპანიას ოფიციალურად გამოეთიშა


ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლასიომ პარასკევს ტელეკომპანია MSNBC-ის ეთერში გაკეთეული განცხადებით, საპრეზიდენტო ნომინირებისთვის ბრძოლა ოფიციალურად დაასრულა.

58 წლის პოლიტიკოსმა საპრეზიდენტო კამპანია მაისში დაიწყო და მისი უმთავრესი სლოგანი იყო "მომუშავე ხალხი უპირველეს ყოვლისა". ის ამ დროს 24-ე დემოკრატი იყო, რომელმაც საპრეზიდენტო ნომინაციისთვის ბრძოლის სურვილი გამოთქვა და კამპანიაში ჩაერთო.

მეგაპოლისის მერს ამ პოსტის დაკავება 2021 წლიდან მესამე ოთხწლიანი ვადით აღარ შეუძლია. მან ბერნი სანდერსისგან და ელიზაბეტ უორენისგან განსხვავებით, ვერ შეძლო ქვეყნის მასშტაბით ცნობადობისა და პოპულარობის მოპოვება და გაზრდა.

საკუთარ განცხადებაში ბლასიომ აღნიშნა, რომ კამპანიის დასრულების მიზეზი პარტიის წესებია. ამ წესების თანახმად, ის 12 სექტემბრის დებატებში პარტიის 10 ტოპ კანდიდატს შორის ვეღარ მოხვდა. მისი თქმით, ასეთ ადრეულ ეტაპზე, ბარიერები საკმაოდ მაღალია და მისთვის ცხადია, რომ ზოგიერთი სხვა კანდიდატის მსგავსად, ამ ბარიერს ვერ გადალახავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG