ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი კვლევა: უკრაინაში საბრძოლველად 50-ზე მეტი ქვეყნიდან ჩადიან


ბოლო წლების განმავლობაში, 17 000-ზე მეტი ადამიანი ჩავიდა უკრაინაში ომში მონაწილეობის მისაღებად. ისინი 50-ზე მეტი ქვეყნიდან იყვნენ. ომში ჩართულებს შორის, გვხვდებიან როგორც ამერიკელები, ისე ქართველები.

ინფორმაციას "სუფან ცენტრი", ნიუ-იორკში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია თავის ბოლო კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს. კვლევის მიხედვით, მებრძოლების ნაწილი უკრაინის, ნაწილი კი რუსეთის მხარეს იბრძოდა.

უმეტესობა, 15 000 მებრძოლი უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთიდან ჩავიდა. დანარჩენი, 2 200 ძირითადად რეგიონიდან ჩასული თეთრკანიანი ექსტრემისტები არიან. 800 მებრძოლი ბელორუსიდან არის. ასობით სხვა ადამიანი გერმანიიდან, საქართველოდან, სერბეთიდან და ევროპის კიდევ სხვა რამდენიმე ქალაქიდან არიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG