ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში დუაიტ ეიზენჰაუერის მემორიალი გაიხსნა


პრეზიდენტ ეიზენჰაუერის მემორიალი, ვაშინგტონი.
პრეზიდენტ ეიზენჰაუერის მემორიალი, ვაშინგტონი.

"ჟამი მშვიდობის და კეთილდღეობის" - ასე იხსენებენ ამერიკელები, პრეზიდენტ დუაიტ ეიზენჰაუერის პრეზიდენტობის ორ ვადას, 1953 დან 1961 წლამდე. ეიზენჰაუერის პოპოპულარობას, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი განსაზღვრავდ. მათ შორის იყო ლიდერობა და დაბალანსებული ფედერალური ბიუჯეტი.

პრეზიდენტ ეიზენჰაუერის პატივსაცემად, აშშ-ის დედაქალაქში, დამოუკიდებლობის გამზირზე, ინოვაციური დიზაინის მემორიალი გაიხსნა. სწორედ მემორიალის დიზაინთან დაკავშირებული აზრთასხვადასხვაობა გახდა იმის მიზეზი, რომ მემორიალი დასრულებს ორი ათწლეული დასჭირდა.

კაპიტოლიუმთან ახლოს, ეროვნული მოლის კიდეზე განლაგებული მემორიალი, ხაზს უსვამს 34-ე პრეზიდნეტის მიღწევებს, კომპლექსი მოიცავს უჟანგავი ფოლადის ქანდაკებებს და ქვაში ნაკვეთ ციტატებს, პრეზიდენტის საჯარო გამოსვლებიდან.

გენერალი დუაიტ ეიზენჰაუერი, მეორე მსოფლიო ომი, 1944 წელი
გენერალი დუაიტ ეიზენჰაუერი, მეორე მსოფლიო ომი, 1944 წელი

პრეზიდენტად არჩევამდე, ეიზენჰაუერს ხანგრძლივი და წარმატებული სამხედრო კარიერა ჰქონდა. მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, გენერალის "აიკი", მომავალში აშშ-ის პრეზიდენტი ეიზენჰაუერი, ევროპაში მოკავშირეთა ძალების მთავარსარდალი იყო.

სამედრო კარიერის წარმატებებთან ერთად, მემორიალი მისი რვაწლიანი პრეზიდენტობის მნიშვნელოვან მოვლენებს ასახავს. როგორიც იყო, მაგალითად, აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსის ეროვნული სააგენტოს, "ნასას" და შტატთაშორის მაგისტრალების სისტემის შექმნის მხარდაჭერა.

მემორიალის არქიტექტორი ამბობს, რომ მნიშვნელოვანი იყო, ჰექტარნახევრიანი სივრცე, საჯარო პარკით, გაერომოს ბუნებრივად ისადაგებოდა. მემორიალი ფედერალური სამსახურების შენობებს შორის მდებარეობას, რომელბიც დაკავშირებულია პრეზიდდენტ ეიზენჰაუერის მემკვიდრეობასთან. მათ შორისაა "ამერიკის ხმის" სათაო ოფისის შენობა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG