ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა ირანს დამატებით სანქციებს უწესებს


ამერიკის შეერთებული შტატები ირანის მიმართ სანქციებს ამკაცრებს. ახალი სანქციები დაუწესდა 13 პირსა და 12 ორგანიზაციას, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში თეირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამასთან არიან დაკავშირებულნი.

სანქცირებულთა შორისაა ის ორგანიზაციები და პირები, რომლებიც თეირანს ბალისტიკური ტექნოლოგიების მიღება-შემუშავებაში ეხმარებოდნენ ან ამარაგებდნენ საჭირო ნივთიერებებითა თუ მასალებით იმისათვის, რომ ეს პროგრამა განვითარებულიყო. ამ მიზეზით სანქციები დაუწესდა ჩინეთში და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მოქმედ ზოგიერთ ორგანიზაციასაც.

ამერიკის ხაზინის დეპარტამენტის ცნობით, სანქციები ასევე დაუწესდათ იმ პირებსა და ქსელებს, რომლებიც ირანის ისლამური რევოლუციურ გვარდიასთან და ლიბანურ ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰეზბოლასთან“ თანამშრომლობენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG