ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს ახალი პოეტი-ლაურეატი ვაშინგტონში დასახლდა


ნატაშა თრეთევეის ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკაში პოეზიის მოყვარულებისთვის შეხვედრების საშუალება ექნება

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

გასულ წელს, როდესაც შეერთებული შტატების კონგრესის ბიბლიოთეკარმა მისისიპელი ნატაშა თრეთევეი ქვეყნის მეცხრამეტე პოეტ-ლაურეატად დაასახელა, განაცხადა რომ, მისი ლექსები არის „ ისტორიის ზედაპირზე ძებნა, რომ ახსნა მოეძებნოს ადამიანურ ბრძოლებს რაც ყველას, ჩვენ გვეხება“.

ყოველთვის როდესაც ნატაშა თრეთევეის სთხოვენ მარტივი განმარტება მისცეს პოეტის მნიშვნელობის შესახებ, მას მე19 საუკუნის ბრიტანელი პოეტის პერსი შელის ციტატა მოჰყავს, რომელმაც თქვა რომ, „ პოეტები სამყაროს აუღიარებელი კანონმდებლები არიან“.

ნატაშა თრეთევეი: მე ვფიქრობ რომ, პოეზია სამყაროს კანონია, რადგან ლექსები არამხოლოდ წარსულთან და ისტორიასთან გვაკავშირებს, როგორც ადამიანურ არსებებს, ისინი ასევე წარმოსახვაში გვეხმარება. წარმოვიდგინოთ უკეთესი სამყარო, რომელზეც ყოველდღე ვმუშაობთ რომ ავაშენოთ. პოეზიას შეუძლია ეს გააკეთოს ჩვენთვის.

თრეთევეი 1966 წელს მისისიპის შტატში დაიბადა, მამა - თეთრკანიანი ჰყავს, დედა- შავკანიანი. იმ პერიოდში შერეული ქორწინება კანონსაწინააღმდეგოდ ითვლებოდა. თრეთევეის ლექსები ხშირად მის პირად ისტორიას და ასევე ამერიკის ისტორიის მღელვარე პერიოდს გადმოსცემს. ამ ყველაფერმა გავლენა მასზეც მოახდინა.

თავის პოემაში „ ცოდნა“ ის იკვლევს მძიმე შეხედულებებს რასობრივი განსხვავებების შესახებ. ის შთაგონებულია ვიქტორიანული ნახატისგან, რომელზეც რამდენიმე თეთრკანიანი მამაკაცი-ექიმის მიერ ახალგაზრდა წყალში დამხრჩვალი ქალის გვამის გაკვეთაა გამოსახული. ნახატი ასევე შეიცავს ლექსის ნაწყვეტს რომლის ავტორი მამამისია, ისიც პოეტი იყო.

თრეთევეი ამბობს რომ, როცა ესმის მამამისი როგორ კითხულობდა სტრიქონებს „შევისწავლი ჩემს ნაყოფს, შვილს“, ისეთი შეგრძნება აქვს რომ ის არის ობიექტი, მას ეხება.

ნატაშა თრეთევეი: ამ სიტყვის, შესწავლის უკან ვგრძნობდი რომ, მიკროსკოპის ქვეშ მსინჯავდნენ ან, სამეცნიერო კვლევის დონეზე დისტანციური ლინზების მეშვეობით და ასევე სიტყვა სხვადასხვა ჯიშის შეჯვარებისგან მიღებული ნაყოფის გამო. ადამიანურ ენაზე, ადამიანების შეჯვარება არ შეიძლება. ასე რომ, თავად სიტყვა შეიცავს ცხოველურს.

და მომავალში ალბათ იგულისხმებოდა შავკანიანი ადამიანი, ადამიანზე ბევრად ნაკლები მნიშვნელობის მატარებელი იმდროინდელ ამერიკაში.

თინეიჯერობის ასაკში, თრეთევეი მხოლოდ მხატვრულ ნაწარმოებებს ქმნიდა. თუმცა 1985 წელს თრეთევეის დედა მისმა მეორე ქმარმა მოკლა, როდესაც იგი 19 წლის იყო. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მან ლექსების წერა დაიწყო.

ნატაშა თრეთევეი: მომეჩვენა რომ, პოეზია იყო ერთადერთი გზა რომ, იმ დანაკარგებს შევგუებოდი რასაც ვგრძნობდი.

მისი ლექსი „ რა არის სამხილი“ იმ ტანჯვას გამოხატავს, რომელსაც დედამისი განიცდიდა გარდაცვალებამდე.

ნატაშა თრეთევეი: გამიზნული, არა შემთხვევითი, სხეულის დაზიანებებით, რომელიც დაიფარება მაკიაჟით, მუქი ლაქა, თითქოს ანაბეჭდი, დარტყმის დროს იგი თვალებს მაგრად ხუჭავს, ეძებს გზას რომ თავი დააღწიოს.

ახალ პოეტ-ლაურეატს ესმის, რომ ბევრი ამერიკელი პოეზიას უყურებს კომპლექსურად, რომ ეს რთულია, მალავენ თავიანთ დამოკიდებულებას და დამოუკიდებლად მონაწილეობენ.

ნატაშა თრეთევეი: როდესაც პატარა ვიყავი, ვფიქრობდი რომ პოეზია გარკვეულ საფეხურზე იყო ის, როგორც თქვენ დაახასიათეთ, რომ არ შემეძლო ლექსში შესვლა და საკუთარი თავის იქ პოვნა. თუმცა მერე იყო ერთი კონკრეტული ლექსი, რომელიც მე გამესაუბრა, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ პერიოდში და ბოლოს მივხვდი რომ უბრალოდ უნდა მეპოვნა სწორი ლექსები.

თრეთევეისთვის, „ მისი ლექსი“ იყო ოდენის „ სახვითი ხელოვნების მუზეუმი“. ის ამბობს რომ მწუხარების გზებს განიხილავს, რომლის დროსაც შეგიძლია თავი წარმოიდგინო იმდენად ობლად, და გარდაცვლილების ახლობლად, კონტრასტს ახდენს იმასთან, თუ სამყარო როგორ უყურადღებოდ მოძრაობს ტრაგედიის მიუხედავად.

თრეთევეი ამბობს რომ, ყველამ თავის ლექსი უნდა იპოვოს.

ნატაშა თრეთევეი: ის ლექსი რომელსაც მე შევიგრძნობ, შეიძლება სხვისთვის არ იყოს გასაგები. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ყველასათვის არსებობს რაღაც საერთო, რის გამოც გვიყვარს ყველას პოეზია. ხანდახან შეიძლება წავიკითხოთ ლექსი. ზოგჯერ ეს რაღაც ისეთია რაც მანამდე არ განგვიცდია. ლექსის ემოციური ძალა არის ის, რაც ადამიანებს აკავშირებს, ემპათიის ადგილი.

ნატაშა თრეთევეი არის შეერთებული შტატების პირველი პოეტი ლაურეატი, რომელიც ქვეყნის დედაქალაქში სამსახურის გამო დასახლდა. იგი მოხიბლულია კონგრესის ბიბლიოთეკის სილამაზით, როგორც ადამიანების ცოდნის სახლი, და გეგმავს რომ პოეზიის მოყვარულ და ასევე ყველა ფენის წარმომადგენელს გაესაუბროს, გაუხსნას სხვებს პოეზიის საიდუმლო და მაგია.
XS
SM
MD
LG