ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს ახალი გენერალური მდივნის მიზანი კონფლიქტების პრევენციაა


გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერესი

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანტონიო გუტერესი, რომელმაც ბან კი მუნი 1 იანვარს ჩაანაცვლა აცხადებს, რომ მისი პრიორიტეტი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში „კონფლიქტების პრევენცია “იქნება.

„ჩვენ უნდა მოვახდინოთ უსაფრთხოების და მშვიდობის კუთხით გაეროს მიდგომის დაბალანსება“, - განუცხადა გუტერესმა გაეროს უშიშროების საბჭოზე მის პირველ გამოსვლაში. „ათწლეულების მანძილზე ჩვენ ვცდილობდით კონფლიქტებისთვის გვეპასუხა. მომავალისთვის, უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ომები თავიდან ავიცილოთ და მშვიდობა შევინარჩუნოთ“, - თქვა მან.

პორტუგალიის ყოფილი პრემიერ მინისტრ 67 წლის გუტერესის თქმით, მაშინ როდესაც კრიზისების გამომწვევი მიზეზები ერთმანეთთან დაკავშირებულია, გაერო ამ ყველაფერს ფრაგმენტულად პასუხობს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მსოფლიოს გარშემო უამრავი კონფლიქტის წინაშე დგას. დღეს იძულებით გადაადგილებულთა და ლტოლვილთა რაოდენობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს აღწევს. ორგანიზაციას ფინანსური რესურსი არ ყოფნის ჰუმანიტარულ კრიზისთან გასამკლავებლად.

XS
SM
MD
LG