პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციამ საერთაშორისო ორგანიზებულ დამნაშავეობასთან ბრძოლის ახალი სტრატეგია გამოაქვეყნა.
კონტრ-ტერორისტულ საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის ჯონ ბრენანის განცხადებით ამ სტრატეგიის მიზანია გამოარკვიონ ტრანსნაციონალური დამნაშავეობის მასშტაბები და გავლენა შეერთებული შტატების პოლიტიკასა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე.
“საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფებები ახალი მძლავრი ალიანსების ჩამოყალიბებას ცდილობენ, რომლებსაც უდიდესი გავლენა ექნებათ მთელს მსოფლიოში და სახელმწიფოების დესტაბილიაზაცია შეეძლებათ.“ განაცახდა ბატონმა ბრენანმა, ახალი სტრატეგიის შესახებ 25 ივლისს გამართული პრეზენტაციის დროს.
კანონიერი კონკურენციის გვერდის ავლით კრიმინალები ცდილობენ ინტელექტუალური საკუთრების ხელში ჩაგდებას და ემუქრებიან გლობალურ ეკონომიკას. გარდა ამისა კრიმინალები ტერორისტულ ჯგუფებსა და პარტიზანებს აფინანსებენ და საერთაშორისო უშიშროებას უქმნიან საფრთხეს.
ორგანიზებულმა დამნაშავეობამ ნარკოტიკებით ვაჭრობისგან მიღებული შემოსავალით უდიდეს გავლენას მიაღწია მსოფლიოში. კრიმინალები არც ადამიანებით ვაჭრობას ერიდებიან. ტრეფიკინგის გამო კი ძირითადად ქალები და ბავშვები ზარალდებიან.
:“ჩვენი სტრატეგია ამ საფრთხეების წინააღმდეგაა მიმართული.“ განაცხადა ჯონ ბრენანმა.
ორგანიზებულ დამნაშავეობასთან ბრძოლის ფარგლებში პრერზიდენტმა ობამამ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც იცავას სამართალდამცავების პერსონალურ ანგარიშებს და მათ საკუთრებას. მან ასევე ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც შეერთებულ შტატებში შემოსვლას უკრძალავს საერთაშორისო დამნაშავეობასთან დაკავშირებულ პირებს.
ყველაზე უფრო სახიფათო ტრანსნაციონალური კრიმინალების წინააღმდეგ გაცემული ნებისმიერი ინფორმაცია შეერთებული შტატების ხელისუფლების მიერ ნაღდი ფულით იქნება ანაზღაურებული.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის უილიამ ბარნსის განცხადებით:“ კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე საზოგადოებას ყოველთვის ექმნებოდა საფრთხე კრიმინალებისგან, მაგრამ სამწუხაროდ დღეს ამან გლობალური სახე მიიღო. ამიტომ ჩვენ გავაძლიერეთ ძალისხმევა საერთაშორისო დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ტრანსნაციონალური დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლა შეერთებული შტატების პრეზიდენტის აზრით საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით უნდა მიმდინარეობდეს. მარტო ამერიკას არ შეუძლია ამ ბრძოლის მოგება, მაგრამ თავის მეგობრებთან ერთად, საერთაშორისო ძალების მობილიზებით და შეერთებული შტატების ლიდერობით ჩვენ შევძლებთ ამ საფრთხეებთან გამკლავებას.“ განაცხადა სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ უილიამ ბარნსმა.