ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის გუნდი გამომძიებელთა დისკრედიტაციის გზებს ეძებს


ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდის წევრები სპეციალური მრჩევლის, რობერტ მალერის საგამოძიებო ჯგუფის საქმიანობას სწვალობენ და ამბობენ, რომ მის წარმოამდგენელთა ნაწილს შესაძლოა ჰქონდა ინტერესთა კონფლიქტი.

ტრამპის უცხოური იურიდიული გუნდის წევრი, ჯეი სეკულოვი ამბობს, რომ ადვოკატები მუდმივად შეაფასებენ ინტერესთა კონფლიქტის საკითხებს და წამოჭრიან პრობლემურ საკითხებს ყველა შესაბამის დონეზე, საჭიროების შემთხვევაში კი პირადად მალერსაც უჩივლებენ.

გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსის“ ცნობით, ტრამპის გუნდი გამომძიებელთა პოლიტიკურ და პროფესიულ გამოცდილებას იკვლევს ისეთი ინფორმაციის საპოვნელად, რაც შეიძლება გამოსადეგი იყოს საგამოძიებო გუნდის და პირადად სპეციალური მრჩევლის დისკრედიტაციისთვის. სპეციალურმა მრჩეველმა გუნდი გავლენიანი გამომძიებლებითა და აგენტებით დააკომპლექტა იმისთვის, რომ გამოიძიონ პრეზიდენტის ფინანსური ისტორია და გაარკვიონ იყო თუ არა ტრამპის გუნდის რომელიმე წევრი დაკავშირებული რუსეთის მიერ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო ჩარევასთან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG