ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბავშვების შიმშილი - მდიდარი ქვეყნების პრობლემა


ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების გარდაცვალების ყველა შემთხვევაში მთავარი მიზეზი ბავშვთა არასაკმარისი კვება 45% ს შეადგენს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:32 0:00
ბმული

ექსპერტები აცხადებენ რომ ბავშვთა კვებაში ინვესტიციის განხორციელება ნებისმიერი ქვეყნისთვის ყველაზე მომგებიანი სტრატეგიაა. როდესაც ბავშვები შიმშილობენ, ისინი ადვილად ავადდებიან, სჭირდებათ ძვირადღირებული სამედიცინი მომსახურება, ზრდასრულ ასაკში გამოიმუშავებენ ნაკლებს, ვიდრე ის ადამიანები, რომელთაც სწორი კვება ჰქონდათ. ამერიკის ხმის კორესპონდენტი ქეროლ პირსონი ბავშვთა შორის შიმშილობის შემცირების ეკონომიკურ მოტივებზე მოგვითხრობს.

ეთიოპიელ ბავშვებს შემოწმებას უტარებენ, რათა დარწმუნდნენ რომ ისინი საკმარის საკვებს ღებულობენ და არ შიმშილობენ. ბავშვთა კვება გლობალური პრობლემაა. ეს საკითხი მდიდარ, განვითარებულ ქვეყნებშიც დგას. აზიის, უფრო სამხრეთ აზიის ქვეყნებში მცხოვრები ბავშვების დიდი უმრავლესობა სწორედ არასაკმარის საკვებს იღებს და შიმშილობს.

დედამიწის ზოგიერთ ნაწილში, მაგალითად სუბსაჰარული აფრიკის ქვეყნებში შიმშილობის გამო ბავშვთა სიცოცხლის გადარჩენის პრობლემა რეალური გახდა.
ამ თემაზე კომენტარს ეთიოპიაში გაეროს ბავშვთა დაცვის სააგენტოს უნისეფის წარმომადგენელი პიტერ სალამა აკეთებს.

პიტერ სალამა: აფრიკის თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს არასაკმარისი საკვების პრობლემა. საკითხავია კიდევ რამდენად გაიზრდება ეს მაჩვენებელი.

სამედიცინო ჟურნალში, „ლანცეტში“ გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების გარდაცვალების ყველა შემთხვევაში მთავარი მიზეზი ბავშვთა არასაკმარისი კვება 45% ს შეადგენს. სხვა ბავშვებში ჩერდება ზრდა, მათი ორგანიზმი და ტვინი შიმშილის გამო სწორად აღარ ვითარდება.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ექიმი, რობერტ ბლეკი რომელმაც კვლევა ჩაატარა, აცხადებს რომ პრობლემები დედის საშვილოსნოდან იწყება.

რობერტ ბლეიკ: არასაკმარისი კვების გამო მუცლად ყოფნის დროს ჩანასახი კარგად ვერ ვითარდება. ჩანასახოვანი მდგომარეობაში ზრდის შეზღუდვა პრობლემას წარმოადგენს. ახალშობილებში, რომლებიც თავიანთ გესტაციურ მდგომარეობასთან შედარებით მცირე წონით იბადებიან, მაღალია სიკვდილიანობა ან განვითარების შეფერხება მომავალში.

მკვლევარები აცხადებენ, რომ თუკი ქვეყნებში იქნება მიღებული გარკვეული ზომები, წელიწადში მილიონამდე ბავშვის გადარჩენა შესაძლებელი გახდება.
სარეკომენდაციო წინადადებებში შედის ორსული ქალბატონებისთვის დამატებითი კალციუმის და ფოლიუმის ვიტამინების მიცემა, ძუძუთი კვება და ბავშვებისთვის ვიტამინების ა და რკინის შემცვლელი კომპლექსით უზრუნველყოფაა.

ჟურნალში „ლანცეტი“ გამოთქმული მოსაზრების თანახმად ბავშვებში შიმშილობის შემცირება 20 % ით 9 მილიარდი დოლარის საქმეა.
ვაშინგტონის კვების პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენელი, ჰეროლდ ელდერმენი, რომელიც „ლანცეტის“ კვლევაშიც იღებდა მონაწილეობას, ამ თემაზე კომენტარს აკეთებს.

ჰეროლდ ელდერმენი: ყოველ დახარჯულ დოლარზე რვა ან ათი დოლარის ეკონომიკური უკუგება ხდება. მისი თქმით კვლევის დროს, იგი დარწმუნდა იმაში , თუ როგორი ძვირფასია სიცოცხლის გადარჩენა.

ელდერმენი ამბობს რომ მოგებაშია სახელმწიფოც, სადაც ბავშვები სწორად იკვებებიან.

ჰეროლდ ელდერმენი: ცოტათი საგონებელში ვარ ჩავარდნილი, რატომ ფიქრობენ ამდენს მთავრობის წარმომადგენელები რომ კვების სფეროში ინვესტიცია განახორციელონ, ამით სიღატაკის კომპენსაცია მოხდება. თუმცა ხელისუფლება უფრო სხვა სფეროების დაფინანსებას ახდენს. ეს უფრო მწარმოებლური ინვესტიციებია. ამაზე სხვა კითხვა არ არსებობს. ციფრები აჩვენებს.

ელდერმანის აზრით, ბავშვთა კვებაში ჩადებული ინვესტიცია ქვეყნის ეკონომიკასაც გააჯანსაღებს, იმდენად რამდენადაც კარგად ნაკვები ბავშვები უკეთ სწავლობენ სკოლაში, და საბოლოო ჯამში ძლიერ სამუშაო ძალასაც წარმოადგენენ. ეს განცხადება გამყარებულია სხვა კვლევებითაც, რომლის თანახმად ზრდასრული ადამიანები, რომლებიც ბავშვობაში არასაკმარის საკვებს ღებულობდნენ, 20%ით ნაკლებს გამოიმუშავებენ, ვიდრე ისინი რომელთაც ჯანმრთელი კვება ჰქონდათ.
XS
SM
MD
LG