ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნევადის შტატის ურჩხული


ნევადაში 2010 წელს ნაპოვნი გაქვავებული ნამარხი გიგანტური ზომის ზღვის ურჩხულს ეკუთვნის

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ 244 მილიონი წლის წინ , ახლანდელი შეერთებული შტატების წყლით დაფარულ დასავლეთ ნაწილში რვამეტრნახევარი ურჩხულები ბინადრობდნენ.

ეროვნული გეოგრაფიის საზოგადოების მიერ ჩატარებულმა კვლევამ , რომელშიც მსოფლიოს დონის მეცნიერები იღებდნენ მონაწილეობას, გამოავლინა, რომ ნევადის შტატის ტერიტორიაზე 2010 წელს ნაპოვნი გაქვავებული ნამარხი გიგანტური ზომის ზღვის ურჩხულია.

ტალატოარხონს ანუ იხტიოზავრს მასიური კუნთები და ყბები ჰქონდა და იმდროინდელ ტრასიკის ზღვაში ნებისმიერი დიდი ზომის თევზის შეჭმა შეეძლო. ამ ჯიშის ზღვის ურჩხულები დედამიწაზე 160 მილიონი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ.




XS
SM
MD
LG