ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბეატრიქსემ ტახტი დატოვა


ის ნიდერლანდების დედოფალი 33 წლის მანძილზე იყო

ამსტერდამში დედოფალმა ბეატრიქსემ გადადგომის ოფიციალურ განცხადებას ხელი მოაწერა. ამ აქტით ქვეყნის მეფე მისი შვილი უილიამ-ალექსანდერი გახდა. ბეატრიქსე ტახტზე 33 წელი იმყოფებოდა. ნიდერლანდების ახალი დედოფალი უიალიმ-ალექსანდერის არგენტინელი მეუღლე მაქსიმა გახდა. ახალი მეფის და დედოფლის სანახავად სამეფო სასახლესთან ათასობით ჰოლანდიელი შეიკრიბა. ბოლო 120 წლის მანძილზე უილიამ ალექსანდერი ნიდერლანდების პირველი მეფეა.
XS
SM
MD
LG