ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცხენის ხორცი „ნესტლეს“ პროდუქტებში


ევროკავშირის ქვეყნებში ხორსის ფალსიფიცირების გამო ატეხილი სკანდალი დიდ მასშტაბებს იღებს

მსოფლიოს კვების მრეწველობის უდიდესმა კომპანია -„ნესტლემ“- იტალიის და ესპანეთის სუპერმარკეტებიდან ის პროდუქტები გამოიწვია, რომელშიც ცხენის ხორცის კვალს მიაგნეს. დნმ ანალიზის შედეგად დადასტურდა, რომ მისი შემცველობა „ნესტლეს“ 2 დასახელების პროდუქტში 1 პროცენტს აღემატება.

საკუთარი წარმოების პროდუქცია გერმანულმა ქსელმა „ლიდლმაც“ ამოიღო. იანვარში ირლანდიაში და დიდ ბრიტანეთში დაწყებული სკანდალი მთელ ევროკავშირში გავრცელდა. ევროპის 13 ქვეყანაში ცხენის ხორცის შემადგენლობა დახლზე სულ ცოტა 30 პროცენტს შეადგენს. გატარებულ ხორცპროდუქტებს შორის, რომელშიც ცხენის ხორცი აღმოაჩინეს, არის ჰამბურგერი, ლაზანია, ტორტელინი, ხორციანი მაკარონი, ბოლონიური საწებელი და სხვა მრავალი.

გამოძიებას ევროკავშირის პოლიციის სააგენტო "ევროპოლი" აწარმოებს. ცხენის ხორცი ადამიანის ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველი არ არის, მაგრამ საკვები პროდუქტის ფალსიფიცირება სისხლის სამართლის დანაშაულია და ის კანონით ისჯება.
XS
SM
MD
LG