ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნეპალში არჩევნები გადადეს


ნეპალის პრემიერ მინისტრი, ბაბურამ ბჰატარალი

პოლიტიკურმა და კონსტიტუციურმა პრობლემებმა არჩევნებს ხელი შეუშალა

ნეპალის დროებითმა მთავრობამ გადაწყვიტა არჩევნები ერთი კვირით გადადოს მას შემდეგ, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადებით დაიმუქრეს.

სამშაბათს, კომუნიკაციების მინისტრმა რაჯ კიშორ იადავმა განაცხადა, რომ კაბინეტი საპარლამენტო არჩევნების დღეს გადასწევს და სავარაუდო თარიღად აპრილის ბოლო ან მაისის დასაწყისი დაასახელა.

მაოისტების ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფმა მართველმა პარტიამ არჩევნები ხუთშაბათისთვის დაგეგმა, მაგრამ პოლიტიკურმა და კონსტიტუციურმა პრობლემებმა არჩევნებს ხელი შეუშალა. ოპოზიციურმა პარტიებმა პრემიერ მინისტრის, ბაბურამ ბჰატარალის გადადგომა მოითხოვეს, საარჩევნო კომისიამ კი არჩევნებისთვის მოსამზადებელი ვადა გაზარდა.

ნეპალის დროებითი მთავრობა 2008 წელს აირჩიეს და კანონით ხელისუფლებაში ორი წელი უნდა დარჩენილიყო. თუმცა, მთვარობამ ვერ მოასწრო საკონსტიტუციო ცვლილებების გატარება და მას ვადა გაუხანგრძლივდა. 2012 წლის მაისში ვადა ამოიწურა, თუმცა, პარტიებმა გაგრძელებაზე უარი თქვეს, რის გამოც ნეპალი პარლამენტის გარეშე დარჩა.
XS
SM
MD
LG