ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნეპალში მთასვლელები დაიღუპნენ


ასოშაიტედ პრესის ცნობით ზვავი კვირას ადრე დილით ჩამოწვა

ნეპალში ჩამოწოლილი ზვავის შედეგად 9 მთამსვლელი დაიღუპა. ტრაგედია ჰიმალაის მთებში უკანასკნელ წლებში მომხდარ ყველაზე დიდ უბედურებად შეფასდა.

მსოფლიოს მერვე ყველაზე მაღალ მწვერვალზე რამდენიმე დაკარგულ ადამიანს ჯერ კიდევ ეძებენ. მაშველებს მეორე დღეა სახელდახელოდ მოწყობილ ბანაკში მთამსვლელები ვერტმფრენებით გადაჰყავთ. „ასოშეიტედ პრესის" ცნობით ზვავი კვირას ადრე დილით ჩამოწვა. ამ დროისთვის მათ სავარაუდოდ კარვებში ეძინათ. დაღუპულ მთამსვლელთა უმრავლესობა საფრანგეთის მოქალაქეა. ექსპედიციის წევრებს შორის გერმანელები და ესპანელებიც არიან.
XS
SM
MD
LG