ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავიაკატასტროფა მოხდა ნეპალში. თვითმფრინავი, რომელსაც ტურისტები ევერესტის მოსანახულებლად მიყავდა, ჩამოვარდა, რის შედეგადაც 19 ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლების ცნობით, კატასტროფას თავდაპირველად ერთი მგზავრი გადაურჩა, თუმცა მოგვიანებით საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. ტურისტული სამსახურის ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე 10 ინდოელი, 2 ამერიკელი, 1 იაპონელი და სამი ნეპალელი მგზვარი იმყოფებოდა. ეკიპაჟის სამივე წევრიც ნეპალელი იყო. ავიაკატასტროფის მიზეზად ძლიერი ნისლი სახელდება. კატასტროფა დედაქალაქ კატმანდუდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მოხდა.

XS
SM
MD
LG