ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნემცოვის მკვლელს ოცი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს


რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობაში ბრალდებულ ზაურ დადაევს რუსეთის სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მის ოთხ თანამზრახველს კი 11-დან 19 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

პროკურორები თავდაპირველად უფრო ხანგრძლივ პატიმრობას ითხოვდნენ ყველა მათგანისთვის, მათ შორის დადაევისთვის სამუდამო პატიმრობას.

დადაევმა თავდაპირველად აღიარა, რომ ნემცოვს ესროლა, თუმცა მოგვინებით თქვა, რომ ის აწამეს ამ აღიარების მოსაპოვებლად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG